fbpx
საბერძნეთი

ათენი: რატომ მალავენ დიპლომატები მანქანის ნომრებს?

უკანასკნელი ორი წლის მანძილზე უცხოელი წარმომადგენლების მიერ დიპლომატიური კორპუსისთვის განკუთვნილი მანქანების გამოყენება საგრძნობლად შემცირდა და დაგეგმილია ამ რიცხვის კიდევ უფრო შემცირება. ამის მიზეზი არ არის ის, რომ საბერძნეთს დიპლომატიური ვიზიტებით აღარ სტუმრობენ, პირიქით, კრიზისის ფონზე, ამ კუთხით მომუშავე ხალხის რაოდენობა ბევრად გაზრდილია. ისინი, უბრალოდ, ერიდებიან საკუთარი ვინაობის აფიშირებას, ტერორიზმის საფრთხის გამო.

სწორედ ამიტომ, დიპლომატები ჩვეულებრივ სამოქალაქო ნომრებს ატარებენ, რათა არ მოხდეს მათი მანქანების ამოცნობა. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მათ აქვთ ყველანაირი დამამტკიცებელი დოკუმენტი იმისა, რომ ამ მანქანით ნამდვილად დიპლომატი გადაადგილდება.

პირველი ასეთი ნაბიჯი თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებმა გადადგეს, რომელთა მანქანებიც ხშირად ხდება ტერორისტთა სამიზნე. ამ მეთოდით ”დამალვა” სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმაც გადაწყვიტეს. მათ ბოლო წლებში ისლამური სახელმწიფოსგან ბევრი ზიანი მიადგათ, მაგალითად საფრანგეთი, გერმანია, ჰოოლანდია და ა.შ.

საბერძნეთში ტერორიზმის საფრთხე ძალიან მცირეა, თუმცა არ არსებობს გარანტიები. მითუმეტეს მაშინ, როცა საქმე ტერორიზმს ეხება.

onalem

ტესტ