fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 47 წლის ქალი კოვიდ-პაციენტების ოჯახებისგან 3.000 ევროს ითხოვდა და მათ მკურნალობას ჰპირდებოდა

თესალონიკში კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების ოჯახების მოტყუების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. საუბარია 47 წლის ქალზე, რომელიც თავს ანესთეზიოლოგად ასაღებდა და აცხადებდა, რომ ჰქონდა იშვიათი წამალი, კორონავირუსის სამკურნალოდ.

ირკვევა, რომ თაღლითს არანაირი კავშირი არ ჰქონდა მედიცინასთან, ის უახლოვდებოდა ისეთი პაციენტების ოჯახებს, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში, ქალაქის საავადმყოფოებში მკურნალობდნენ. მისი ქმედების შესახებ მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც ცოლ-ქმარს შესთავაზა წამალი და მკურნალობის უნიკალური გზა მათი მშობლებისთვის, ხოლო სანაცვლოდ 3.000 ევრო მოსთხოვა.

არსებული ცნობებით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება, რათა დადგინდეს, ხომ არ გამოსძალა მან წარსულში სხვა ადამიანებს გარკვეული თანხა, იგივე მეთოდით.

onalem

ტესტ