fbpx
საბერძნეთი

რომელი გზები და სადგურებია დაკეტილი ათენში დღეს, 25 მარტს – ნახეთ დეტალები

საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დღეს ათენში სპეციალური მარში იმართება. აღნიშნულიდან გამომდინარე დაკეტილია გზები და მეტროსადგურები.

ნებისმიერი ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია ცენტრალურ გზებზე და პოლიციის ბრძანების საფუძველზე მატარებელი რამდენიმე სადგურში გაჩერების გარეშე ჩაივლის.

კერძოდ, დაკეტილია შემდეგი მეტროსადგურები: ომონია, პანეპისტიმიუ, სინდაღმა, აკროპოლი, მონასტირაკი, ევანგელისმოს, სიგრუ-ფიქს.

გადაკეტილია შემდეგი გზები: ვასილისის ამალიას, ვასილისის სოფიას, ვასილისის კონსტანტინოს, კარაისკაკის მოედანი, სინდაღმის შემოგარენი, ფილელინონ, სტადიუ, სიგრუს გამზირის გარკვეული მონაკვეთი, მიტროპოლეოს, ეოლუ, ვასილისის ოლღა, კალიროის, ახილეოს, ლენორმან, მარნი, ომონიის მოდანი, აკადიმია, 28 ოქტომბრის ქუჩა (პატისიონი).

onalem

ტესტ