fbpx
საბერძნეთი

ქურდობის ფაქტზე დაკავებული ბერძენი მამაკაცი გაათავისუფლეს და რამდენიმე წუთში ისევ ქურდობა ჩაიდინა

გავრცელებული ინფორმაციით, მესოლოგიში ბერძენი 36 წლის მამაკაცი წვრილმანი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. როგორც ირკვევა, ის მოკლე დროში პროკურორის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, როგორც ჩანს, მისთვის პირველ ჯერზე დაკავება გაკვეთილი არ აღმოჩნდა.

არსებული ცნობებით, როგორც კი მან დაკავების იზოლატორი დატოვა, სულ რამდენიმე წუთში საკუთარ სახლთან ახლოს მცხოვრები 62 წლის მამაკაცი გაძარცვა, თუმცა, ამჯერად მისი დანაშაული გაცილებით მძიმე იყო, რადგან მან მოხუცს დაარტყა, 45 ევრო, ტანსაცმელი და საჭმელი მოიპარა და გაუჩინარდა.

დაშავებულმა მამაკაცმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა და გამოძიების ჩატარების საფუძველზე 36 წლის ბერძენი ხელმეორედ დააკავეს, შემდეგ კი, მესოლონგის პროკურატურაში გადაიყვანეს.

 

onalem

ტესტ