fbpx
საბერძნეთი

წვიმა და ძლიერი ქარი საბერძნეთში ორშაბათს, 1-ელ მაისს – უქმე დღე არასახარბიელო ამინდით

როგორც სინოპტიკოსები გვპირდებოდნენ, აპრილის თვე საბერძნეთში წვიმიანი ამინდებით გვემშვიდობება, ხოლო 1-ელ მაისს, ორშაბათს, რომელიც უქმე დღეა, ასევე არც თუ ისე სახარბიელო ამინდი გველის ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, პერიოდული წვიმა და ქარი მოსალოდნელია დღესაც და ხვალაც ცენტრალურ საბერძნეთში, კრეტაზე, ძირითადად კუნძულის მთიან ტერიტორიაზე.

ასევე იწვიმებს მაკედონიისა და თრაკის მთიან რეგიონებში, მოსალოდნელია ძლიერი ქარი და სეტყვაც.

სინოპტიკოსები შედარებით უკეთეს პროგნოზს აკეთებენ ეგეოსის ზღვის კუნძულებთან დაკავშირებით, გარდა კრეტისა, სადაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, წვიმაა მოსალოდნელი.

ათენში დღეს და ხვალ მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა, წვიმა ნავარაუდევი არ არის.

onalem

ტესტ