fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

“შენ არ მოგკლავ, რომ ჩემი შვილი გაზარდო” – რატომ გადარჩა ქალი, რომელსაც 31 წლის მამაკაცმა ორივე შვილი თვალწინ დაუხოცა

მაკრინიცაში მომხდარმა შემთხვევამ მთელი საბერძნეთი შეძრა. როგორც უკვე ცნობილია, 31 წლის მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და მისი ძმა მოკლა, როდესაც მათ სახლში მივიდა და ბავშვის ნახვაზე უარი უთხრეს. ის უკვე დაკავებულია, თუმცა, ჩადენილ დანაშაულს ერთი წუთითაც არ ნანობს.

ინციდენტის დროს დაშავდა მისი ყოფილი სიდედრიც, რომელიც შვილების დასახმარებლად მივიდა. როგორც ოჯახის ადვოკატი აცხადებს, ბრალდებული ქალის მოკვლასაც აპირებდა, თუმცა, ბოლო წუთს გადაიფიქრა და უთხრა, რომ მას არ მოკლავდა, რადგან შვილიშვილი უნდა გაეზარდა.

კონსტანტინასა და დაკავებულს პრობლემები დიდი ხნის მანძილზე ჰქონდათ, რის ფონზეც, ახალაგზრდა ქალმა მასთან დაშორება და დედასთან დაბრუნება გადაწყვიტა. სამწუხაროდ, ყოფილი მეუღლისგან, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს, თავი მაინც ვერ დაიხსნა და ყველაფერი ფატალურად დასრულდა.

ამ დროისთვის ბრალდებული კორიდალოს ფსიქიატრიულ განყოფილებაშია მოთავსებული.

onalem

ტესტ