fbpx
საბერძნეთი

“შავი პარასკევი” – როდის უწევს საბერძნეთში უნიკალური ფასდაკლებების დღე?!

საბერძნეთში “შავი პარასკევის” მოსვლამდე თვეზე მეტია დარჩენილი, მაგრამ მაღაზიები უკვე ემზადებიან ამ მნიშვნელოვანი დღისთვის, რომლის ფარგლებშიც უნიკალური ფასდაკლებები გველის.

წელს “შავი პარასკევი” 24 ნოემბერს უწევს და მოგეხსენებათ, ამ დღეს მოსახლეობის ნაწილი მოუთმენლად ელოდება, რადგან ბევრი პროდუქტის შეძენა შესაძლებელია საკმაოდ დაბალ ფასში, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევებში.

როგორც უკვე ცნობილია, “შავი პარასკევის” შემდეგ, სამ დღეში, მოდის ასევე Cyber Monday, რაც ნიშნავს გრანდიოზულ ფასდაკლებებს ონლაინ შენაძენებზე.

საბერძნეთის სავაჭრო ასოციაცია მოუწოდებს მოსახლეობას, რომ სიფრთხილე გამოიჩინოს ვაჭრობისას, როგორც ფიზიკურად მაღაზიაში მისვლისას, ასევე ონლაინ ვაჭრობისას, ვინაიდან ფასდაკლებების დროს ხშირია თაღლითობის შემთხვევები.

 

onalem

ტესტ