fbpx
კრიმინალი

“დედამისს თვითონ მოჰყავდა ბავშვი საროსკიპოში” – შოკისმომგვრელი ჩვენება 12 წლის გოგონას დედის შესახებ

12 წლის გოგონაზე ძალადობის საქმე უფრო და უფრო ფართო მასშტაბებს იღებს და როგორც ჩანს, ოჯახის წევრების ბრალეულობაც იკვეთება, ყოველ შემთხვევაში იმ ჩვენებების მიხედვით, რაც ამ დრომდე არსებობს. კონსტანტინა კარაძიოტი, გაზიში მდებარე საროსკიპოს მფლობელი, აცხადებს, რომ 12 წლის ბავშვის დედა იყო თავად ის ადამიანი, რომელიც შვილს “ვიზიტებისთვის” ამზადებდა და მაკიაჟს უკეთებდა.

“აქტები არ ხორციელდებოდა ჩემს საროსკიპოში. მინახავს შეღებილი გოგონა, მძიმე მაკიაჟით, თავად დედა ამზადებდა ასე. კამერებში ვნახე, შეღებილი რომ იყო არ ეტყობოდა ასაკი, არ ჰგავდა 12 წლის ბავშვს. 

კლიენტებთან შეხვედრა არ ხდებოდა საროსკიპოს შიგნით, არამედ გარე ტერიტორიაზე” – ამბობს ის.

მეორეს მხრივ, გოგონას დედა კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს. თუმცა, მის სამეზობლოში ამბობენ, რომ ის ხშირად ხვდებოდა სხვადასხვა უცხო მამაკაცებს და ბავშვიც თან ჰყავდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს მასალა, მესიჯების სახით, რომლებშიც ასახულია გოგონას დედისა და 53 წლის ილიას მიხოს ცოლის მიმოწერა, ისინი თანხაზე საუბრობენ.

საქმეზე გამოძიება სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

onalem

ტესტ