fbpx
კრიმინალი

“მამაჩემი ყოველთვის მოძალადე მახსოვს” – 24 და 13 წლიანი ციხე მშობლებს, რომლებიც შვილებზე 3 წელი ძალადობდნენ

როგორც უკვე ცნობილია, კუნძულ ლეროსზე გასულ წელს ცოლ-ქმარი საკუთარი ორი არასრულწლოვანი და ერთი მოზრდილი შვილის მიმართ ძალადობის გამო დააპატიმრეს. მამაკაცს 24, ხოლო ქალს 13 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. უფროსი ვაჟი სახლიდან 17 წლის ასაკში გაიქცა, რათა მათგან თავი დაეღწია.

“სასამართლო ისე მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო. ძალიან მენატრება ჩემი და-ძმა, რომელიც მშობლების დაკავების შემდეგ შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანეს. სანამ მე მათ ვყავარ, არაფერი მოაკლდებათ. მე ვარ მათი პატრონი. 

მამაჩემი ყოველთვის მოძალადე მახსოვს…” ამბობს ბიჭი.

როგორც ცნობილია, მცირეწლოვანი და-ძმა დაახლოებით სამი წლის მანძილზე იყვნენ ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ისინი მათ უფროს ძმაზეც ძალადობდნენ, ვიდრე ის სახლიდან გაიქცეოდა.

onalem

ტესტ