fbpx
კრიმინალი

ილიას მიხას ოჯახი ყველანაირი გზით ცდილობს ალექსის კუგია დაიქირავოს – მას 50.000 ევროზე მეტს სთავაზობენ პედოფილის დაცვაში

გიორგოს ლიაგას გადაცემის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ 53 წლის ილიას მიხოს ოჯახი ყველანაირი საშუალებებით ცდილობს, რომ ალექსის კუგია მის დასაცავად დაიქირავოს. სიუჟეტის მიხედვით, ცნობილმა კრიმინალისტმა პედოფილის საქმის აღებაზე უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზებული თანხის რაოდენობა საკმაოდ დიდია.

როგორც ირკვევა, მიხოს ოჯახი კუგიას 50.000 ევროზე მეტს სთავაზობს, რომ მისი დაცვა საკუთარ თავზე აიღოს, თუმცა, გადაცემის მიხედვით, კრიმინალისტი აცხადებს, რომ ეს არ არის საქმე, რომლის ხელმძღვანელობასაც ისურვებდა.

კუგია პირდაპირი ჩართვისას ამბობს, რომ არსად გაუკეთებია მსგავსი განცხადება, რომ საქმეს არ აიღებდა, თუმცა, ლიაგა, თავის მხრივ, ამბობს, რომ ინფორმაცია, რომელიც აქვს, უტყუარია.

onalem

ტესტ