fbpx
საზოგადოება

“12 წლის ბავშვის დედამ იცოდა, რაც ხდებოდა და მიხას აშანტაჟებდა, რომ მისთვის თანხა მიეცა” – რას ამბობს ილიას მიხოს ადვოკატი

ადვოკატის მიერ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ამბობს 53 წლის ილიას მიხო თავის ჩვენებაში, საქმესთან დაკავშირებით, რომელმაც საზოგადოება შეძრა.

ვასილის ხრონოპულოს თქმით, მისი კლიენტი ამტკიცებს, რომ 12 წლის ბავშვის დედამ იცოდა, მათ შორის სექსუალური კავშირის შესახებ და მიხას ემუქრებოდა და აშანტაჟებდა, სთხოვდა ფული მიეცა მისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერს იტყოდა პოლიციაში.

“ჩემი კლიენტი ცალსახად და ხაზგასმით აცხადებს, რომ არანაირი სექსუალური კავშირი არ ყოფილა სხვა არასრულწლოვანთან. რაც შეეხება, მიხოს გარდა, მეორე დაკავებულს, ორივე აცხადებენ, რომ არ იცნობენ ერთმანეთს,” ამბობს ადვოკატი.

ხრონოპულო კომენტარს აკეთებს ასევე კლიენტთა რიცხვზე, რომელიც სურვილს გამოთქვამდა შეხვედროდა არასრულწლოვანს, ასეთი ადამიანი 213-ია, არსებული ცნობებით. ადვოკატი აცხადებს, რომ ეს რიცხვი უბრალოდ პოტენციურ კლიენტთა რაოდენობაა და ყველა მათგანი არ შეხვედრია გოგონას. ეს არის იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც შესაძლებელია, რომ დაკონტაქტებოდა მიხას.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცის იკ აპლიკაციის შესახებ, რომელზეც საუბრობენ (BlindChat). ამ ეტაპზე ყველაზე მთავარია, რომ ვიპოვოთ ყველა, ვინც რაიმე ფორმით მაინც არის ჩართული საქმეში, რადგან თუ გარეთ დარჩებიან, შეუმჩნევლები, ისევ იგივეს გაიმეორებენ,” ამბობს ის.

onalem

ტესტ