fbpx
ემიგრაციასაზოგადოება

“ბებერო, აქედან გაეთრიე” – ბერძენი პოლიციელის უხამსი ქცევა მოხუცი მიგრანტის მიმართ

ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიციელი უხამსი სიტყვებით მიმართავს მოხუც მიგრანტ ქალბატონს. ინციდენტი მორიას ლტოლვილთა ბანაკში მოხდა, როდესაც ხანში შესული ქალი საკვების რიგში იდგა.

ვიდეოში ნაჩვენებია 4 პოლიციელი, რომელიც უხეშად ექცევა მოხუცებულს, ლტოლვილთა მიმღებ ცენტრში.

ELAS-ის ხელმძღვანელის, არისტიდეს ანდრიკოპულოს ბრძანებით, 4-ვე პოლიციელი, დაუყოვნებლივ გამოიძახეს თავიანთ სამსახურში, ატიკაში, იოანინასა და ედესაში.

ეს გახლავთ პოლიციის ოფიციალური განცხადება:

გარდა ამისა, დაიწყო გამოძიება იმის თაობაზე, იყო თუ არა პოლიციელების ქმედება რასისტული.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი სამართალდამცავი, რომელიც განსაკუთრებული ძალადობითა და აგრესიით გამოირჩეოდა, ეჭვმიტანილია სამსახურეობრივი მოვალეობის გადაჭარბებაში. დანარჩენი 3 პოლიციელის ბრალეულობა კი, ადმინისტრაციული დანაშაულის ჭრილში განიხილება.

როგორც ვიდეოშია ნაჩვენები, სამართალდამცავები ხანდაზმულ ქალს თავს ესხმიან, უყვირიან და უხამსი სიტყვებით მიმართავენ.

” ****გველო, აქედან გაეთრიე, თორემ ცუდ დღეში ჩაგაგდებთ, გასაგებია შენთვის?” ამ და მსგავსი უწმაწური შეძახილებით შეშინებულმა ქალმა, რომელიც მის გვერდით იდგა, ხანდაზმული იქაურობას გაარიდა.

onalem

ტესტ