fbpx
კრიმინალი

თესალონიკი: ალბანელებმა 16 წლის პაკისტანელი გაიტაცეს და გამოსასყიდს ითხოვდნენ

პოლიციამ თესალონიკში 2 ალბანელი დააკავა, რომელმაც პაკისტანელი მოზარდი გაიტაცა. ისინი 49 და 30 წლის მამაკაცები არიან. მათ წინააღმდეგ საქმე არასრულწლოვნის გატაცების ბრალდებით აღიძრა.

16 წლის პაკისტანელის საჩივრის მიხედვით, გასულ პარასკევს, 23 ნოემბერს, მას ორი უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და ძალისმიერი მეთოდებით იგი მანქანაში ჩასვა. გამტაცებლებმა მოზარდი ვოლვის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს, სადაც მისი სურვილის წინააღმდეგ ეყოლებოდათ დატყვევებული იქამდე, სანამ მოზარდის ნათესავები გამოსასყიდს არ გადაიხდიდნენ მის გასათავისუფლებად. პოლიციის განცხადებით, მოზარდმა, შაბათს ღამით, გაქცევა მოახერხა და პოლიციის განყოფილებაში მივიდა, სადაც სამართალდამცავებს მომხდარის შესახებ უამბო.

დაპატიმრებულ მამაკაცებს კომპეტენტურ პროკურორთან წარადგენენ. გამოძიება კი, გრძელდება იმის დასადგენად, არსებობენ თუ არა სხვა მსხვერპლებიც.

onalem

ტესტ