fbpx
კრიმინალი

კერკირა: ბერძენი მღვდელი გოგონებს ეკლესიაში სექსუალურად ავიწროვებდა

პირველი გოგონა, რომელმაც ამ დანაშაულის შესახებ დაიჩივლა, 16 წლის არის. სწორედ ამის შემდეგ გაამჟღავნა სხვა 14 წლის გოგონამაც, რომ იგივე ხდებოდა მის თავსაც.

გავრცელებული ინფორმაციით, კერკირაზე ბერძენი მღვდელი არასრულწლოვან გოგონებს ეკლესიაში სექსუალურად ავიწროვებდა.

“ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა 12 წლის ვიყავი. ეკლესიაში ყოფნის დროს სექსუალურად მავიწროვებდა და ეს სამზე მეტჯერ გააკეთა. ის ძალიან უხეში იყო,” ამბობს გოგონა, რომელიც ამჟამად 16 წლის არის.

მეორე გოგონა კი ამბობს, რომ მასზე მსგავსი სახის ძალადობა 9 წლის ასაკში დაიწყო.

მღვდელი დაკავებულია და მის სასამართლოში გამოჩენას მშობლების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ისინი ამბობენ, რომ სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი მათი შვილების გარდა სხვა გოგონებიც არიან, რადგან მისი სისუსტე სწორედ ბავშვები იყო.

გამოძიება სხვა ინციდენტების დასადგენად გრძელდება.

onalem

ტესტ