fbpx
პოლიტიკა

ალექსის ციპრამ ეკონომიკის ამუშავების და საზოგადოების გაძლიერების გეგმა წარმოადგინა

“სირიზას” ლიდერმა, ალექსის ციპრამ წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება საბერძნეთის ეკონომიკისა და საზოგადოების გაძლიერება, რომელთაც პანდემიამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა და პერსპექტივები წაართვა. საუბარია გეგმაზე: ეკონომიკა-განვითარება-სოციალური ერთობა-გადათვირთვა/განახლება.

ციპრას გეგმა ორიენტირებულია მცირე და საშუალო საწარმოებზე, თვითდასაქმებულებზე, ფერმერებზე და ზოგადად, საშუალო ფენის წარმომადგენლებზე, რომლებსაც აღელვებთ ხვალინდელი დღე. ყოფილი პრემიერი ხაზს უსვამს, რომ საზოგადოების უმეტესი ნაწილის შფოთვა უკავშირდება კითხვას: როგორ ვიცხოვრებთ ხვალ? როგორ დავდგებით ფეხზე და როგორ გავიტანთ თავს? მისი თქმით, გასულ წელს 10-დან 7-მა ოჯახმა დაკარგა შემოსავალი, ხოლო 3-დან 1 ბიზნესდაწესებულება სრული გაკოტრების საფრთხის ქვეშ დგას.

ციპრამ გააკრიტიკა არსებული მთავრობა და მიცოტაკი პანდემიის არასწორად მართვაში დაადანაშაულა. ის თვლის, რომ ახლა პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის “უშუალო და პირდაპირი ჩარევა”. ეს მოიცავს ბერძნული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას, მილიონობით მუშაკს, რომელიც ღელავს ხვალინდელ დღეზე.

ყოფილი პრემიერის თქმით, ტვირთის შემსუბუქების გარეშე ვერც კომპანიები გადარჩებიან და ვერც მათი ვალები დაიფარება. შესაბამისად, ეკონომიკაც არ წავა წინ: “ჩვენ ვხედავთ, რომ ძლიერი საზოგადოება და ძლიერი ეკონომიკა იდენტური ცნებებია.”

 

 

onalem

ტესტ