fbpx
საბერძნეთი

“ამ მონაცემებით არც კი განვიხილავ, რომ რაიმე ზომა უნდა მოიხსნას აღდგომისთვის” – ევანგელისმოს პნევმოლოგიური კლინიკის დირექტორი

პროფესორმა და ევანგელისმოს საავადმყოფოს პნევმოლოგიური კლინიკის დირექტორმა, გიორგოს ბულბასაკოსმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად ეწინააღმდეგება რაიმე ზომის მოხსნას აღდგომამდე.

ბულბასაკოსი ამბობს, რომ იმ მონაცემების საფუძველზე, რომელიც ახლა საბერძნეთში ფიქსირდება, ვერ წარმოუდგენია, რომ მოსახლეობა სააღდგომოდ სოფლებში წავიდეს და გადაადგილებაზე, ამ მხრივ, შეზღუდვა მოიხსნას.

“შეიძლება ამ დრომდე წარმატებას მივაღწიეთ, მაგრამ ცეცხლს ვეთამაშებით. თვით-ტესტირება ვერ გვიხსნის. თუკი სააღდგომოდ მუნიციპალიტეტებს შორის გადაადგილება დაშვებული გახდება, დამიჯერეთ, რომ რეგიონალური ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს ზეწოლას, რომელიც მომდევნო პერიოდში გვექნება. ამ ზეწოლას შესაძლოა უძლებს ათენი და თესალონიკი, მაგრამ საავადმყოფოები სხვაგან ვერ გაუძლებენ. 

ამას გარდა, მკაცრად ვეწინააღმდეგები, რომ გაიხსნას სავაჭრო ცენტრები და მოლები,” ამბობს პროფესორი.

ამ დროისთვის მთავრობა განიხილავს, თუ რა შეიძლება შეიცვალოს ამ თვის ბოლოს საბერძნეთში, თუმცა, ექსპერტთა უმეტესობა თანხმდება ერთზე, რომ აღდგომა სოფლებში არ უნდა გავატაროთ, თუკი გვინდა, რომ ზაფხულში ნორმალური მდგომარეობა გვქონდეს.

onalem

ტესტ