fbpx
საბერძნეთი

“ვერ ვხვდები, როგორ გავიდა პარისთან ურთიერთობის 8 წელი, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია” – თამთა

თამთას ბევრჯერ აქვს აღნიშნული, რომ ძალიან სტაბილური ადამიანია და ეს ფაქტი კარგად აისახება მის კარიერულ თუ პირად ცხოვრებაშიც. ის ერთადერთი მომღერალია საბერძნეთში, რომელზეც თავად ბერძნები ამბობენ, რომ საკუთარი შემოქმედებით მიმდინარე ეპოქას უსწრებს და სრულიად სხვა ხარისხს სთავაზობს აუდიტორიას.

თამთამ ბოლო ინტერვიუში მედიასთან საკუთარ ურთიერთობაზე ისაუბრა, რომელიც უკვე ბოლო 8 წელია პარის კასიდოკოსტასთან აქვს და როგორც ამბობს, ვერ ხვდება, როგორ გავიდა ეს წლები.

“ნებისმიერ ურთიერთობაში, იქნება ეს დედა-შვილური თუ პარტნიორული, აუცილებელია მეგობრობა. უნდა არსებობდეს შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა ისაუბრონ, განიხილონ საკითხები და აზრები გაცვალონ. იმ აზრის ვარ, რომ თუკი წყვილს შორის არ არსებობს მეგობრობა, ის ურთიერთობა ვერ შედგება.

პარი და მე საუკეთესო მეგობრები ვართ. მუდმივად ვსაუბრობთ, განვიხილავთ ყველაფერს, რაც გვაწუხებს თუ გვაინტერესებს. ვერც კი წარმომიდგენია, რომ ჩემს მეორე ნახევართან არ განვიხილო ის საკითხები, რაც მე ან მას გვეხება. საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ გავიდა პარისთან ურთიერთობის 8 წელი,” ამბობს ის.

onalem

ტესტ