fbpx
საბერძნეთი

“ვაქცინა მხოლოდ იმიტომ გავიკეთე, რომ ჩემი ჯიბე კვირაში ორ ტესტს ვერ სწვდება” – 25 წლის ბიჭი Mega-სთან საუბრობს

ტელეკომპანია Mega-მ მოამზადა სპეციალური სიუჟეტი, რომელშიც აღწერილია, როგორ არის მდგომარეობა შეცვლილი მას შემდეგ, რაც საბერძნეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ აუცრელებს სოციალური აქტივობების განხორციელება მხოლოდ ტესტის გაკეთების ფონზე შეუძლიათ, ხოლო დასაქმებულებს ვალდებულება დაუწესდათ კვირაში ორჯერ გაიკეთონ Rapid ტესტი.

ფარმაცევტები ამბობენ, რომ საკმაოდ არის გაზრდილი ვაქცინაციისთვის ვიზიტების დანიშვნის ტენდენცია, თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან ტესტირებაში კოლოსალური თანხები ხარჯონ და არ აიცრან.

25 წლის ბიჭი ტელეკომპანიის ერთ-ერთი რესპოდენტია, რომელმაც თქვა, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აიცრა, რომ ფინანსურად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და მისი ჯიბე ვერ სწვდება სამსახურისთვის კვირაში ორჯერ სწრაფი ტესტის საფასურის გადახდას. ის აღნიშნავს, რომ ვაქცინაცია არ სურდა და ეს იძულებით გააკეთა.

“ერთი ჯანმრთელი ადამიანი ვარ. ჩემს ორგანიზმს არ სჭირდება ვაქცინა, ის მე არ დამიცავს. იძულებით გავიკეთე პირველი დოზა, რადგან ჩემი ჯიბე ვერ სწვდება კვირაში ორჯერ სწრაფი ტესტის გაკეთებას,” აცხადებს ახალგაზრდა.

onalem

ტესტ