fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: დაკავებულია ალბანელი, რომელმაც საავადმყოფოდან 140 ტონა ნავთობი მოიპარა

დამნაშავე, რომელმაც კუნძულ როდოსის ცენტრალური საავადმყოფოს რეზერვუარიდან 140 ტონა ნავთობი მიითვისა და შემდეგ გაყიდა, პარასკევს, პამენომილიკონის პროკურორის გადაწყვეტილებით, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ციხეში გადაიყვანეს.

მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ 41 წლის ალბანელი ეჭვმიტანილი იტალიაში გაფრინდა და ქვეყნის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა, როდოსის პოლიციამ მისი იდენტიფიკაცია მოახდინა და დაუყოვნებლივ დააკავა. აღიარებით ჩვენებაში, დაკავებულმა მოინანია ჩადენილი და თავისი დანაშაული იმით გაამართლა, რომ საერთოდ არ გააჩნდა ფული, რადგან 2 თვის უკან იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა ამით ვერ დაარწმუნა ნაფიცი მსაჯულები, რომლებიც მის დაპატიმრებას მოითხოვდნენ.

აღნიშნულ დანაშაულში კიდევ 2 ალბანელი, 22 და 20 წლის ასაკის, მონაწილეობდა. მათ ორი წლის მანძილზე 140 ტონა ნავთობი გაზიდეს საავამდყოფოდან. მოპარულ ნავთობს ღამით ტვირთავდნენ სპეციალურ ტანკერში და ასე მიჰქონდათ გასაყიდად. მყიდველი კი 40 წლის ბერძენი მამაკაცი გახლდათ, რომელსაც ასევე საქმის თანამონაწილეობაში ედება ბრალი, დანაშაულებრივი პროდუქტის მოპარვისა და მოხმარების გამო.

onalem

ტესტ