fbpx
საბერძნეთი

შაბათ-კვირიდან 30 გრადუსი საბერძნეთში, მომდევნო კვირას კი, ტემპერატურა 10 გრადუსით ეცემა

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში შაბათ-კვირას ტემპერატურა კიდევ უფრო აიწევს და შეიძლება ითქვას, რომ ხვალიდან სანაპიროებს უკვე ბევრი ადამიანი მიაშურებს.

როგორც სინოპტიკოსები გვპირდებიან, ხვალ ჰაერი 29-30 გრადუსამდე გათბება და უკვე ზაფხულის სურნელს ვიგრძნობთ. გამონაკლისი იქნება მხოლოდ ჩრდილოეთ საბერძნეთი, სადაც პერიოდული წვიმაა მოსალოდნელი.

შაბათს ტემპერატურა 28-დან 30 გრადუსამდე იმერყევებს უმეტეს რეგიონებში, ხოლო კუნძულებზე 24-25 გრადუსამდე დაფიქსირდება.

მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო კვირაში ოთხშაბათის ჩათვლით ტემპერატურა 31 გრადუსამდე აიწევს, როგორც ჩანს ხუთშაბათიდან ისევ ეცემა, დაახლოებით 10 გრადუსით. ოთხშაბათიდან საბერძნეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია ცივი ჰაერის მასების შემოჭრა, რაც გამოიწვევს ნალექსა და ჭექა-ქუხილს რამდენიმე რეგიონში.

 

 

onalem

ტესტ