fbpx
საბერძნეთი

იკეტება კაფე-ბარები, ტავერნები, სალონები – პირველი ადგილობრივი კარანტინი, რომელიც საბერძნეთში ცხადდება

სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ კოზანში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. იკეტება კვების ყველა ობიექტი, რესტორნები ტავერნები, კაფე-ბარები (იმუშავებს მხოლოდ მიტანის სერვისი), ასევე, სილამაზის სალონები, ესთეტიკური ცენტრები, სასამართლოები, სავარჯიშო დარბაზები და ა.შ.

ამ ქალაქში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, რამაც გამოიწვია მთავრობის მიერ შესაბამისი ზომების მიღება, რათა ეპიდემია გარკვეულწილად შეჩერდეს. ეს არის პირველი ადგილობრივი კარანტინი, რომელიც სრული კარანტინის შემდეგ საბერძნეთში გამოცხადდა.

კოზანში გარეთ პირბადის გარეშე გასვლა იკრძალება, გაუქმებულია ყველანაირი ღონისძიება და დასაქმებულთა უმრავლესობა გადადის მუშაობის ონლაინ რეჟიმზე. რაც შეეხება სკოლებს, ისინი ღია რჩება, თუმცა, ცხადია, სავალდებულოა პირბადის ტარება.

დღეს საბერძნეთში საერთო ჯამში ფიქსირდება კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა და სამწუხაროდ, გარდაიცვალა 13 ადამიანი. მხოლოდ ერთი დღისთვის ეს რეკოდრული მაჩვენებელია.

 

onalem

ტესტ