fbpx
საბერძნეთი

პოლიციის კონტროლი ათენის ცენტრში, მათ შორის ომონიაზე – შემოწმდა 83 ადამიანი, დააკავეს 3 მათგანი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენის ცენტრალურ უბნებში პოლიციის მიერ კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს. უკვე რამდენიმე თვეა, რაც საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრის, ტაკის თეოდორიკაკოს ბრძანების საფუძველზე, მათი პატრულირება განსაკუთრებით არის გაზრდილი სხვადასხვა დანაშაულების აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით.

ბოლო მონაცემებით, ათენის ცენტრალურ უბნებში, მათ შორის ომონიის, ვიქტორიისა და კლავთმონოს ტერიტორიებზე, ასევე, ახარნონსა და ფილიში ჩატარდა შემოწმებები, რის შედეგადაც 3 ადამიანი დააკავეს.

საერთო ჯამში პოლიციამ 83 ადამიანი შეამოწმა, საბოლოოდ კი, განყოფილებაში 3 მათგანი გადაიყვანეს.

დადასტურებული ინფორმაციით, კონტროლი განხორციელდა 14 და 15 თებერვალს, დაკავებულთა ბრალდებები ნარკოტიკებით ვაჭრობას ეხება. პოლიციამ ამოიღო ნარკოტიკული საშუალებებიც.

onalem

ტესტ