fbpx
საბერძნეთი

საუბარი მესამე მკაცრ კარანტინზე: საბერძნეთი შესაძლოა ისევ ერთი ნაბიჯით უკან წავიდეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში ექსპერტები მესამე კარანტინის შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ. ირკვევა, რომ მათ ინფიცირების შემთხვევათა მატება და ახალი შტამის გავრცელება აშფოთებთ.

პროფესორი და ექსპერტთა საბჭოს წევრი, ხარალამბოს გოგოსი აცხადებს, რომ არ გამოირიცხება შეიცვალოს სკოლების გახსნის გადაწყვეტილება და დაიკეტოს მაღაზიებიც, თუკი ეპიდმდგომარეობა დამძიმდება.

ირკვევა, რომ პროფესორთა უმეტესობა ამ ეტაპზე გამოსავლად ხედავს ადგილობრივი კარანტინების გამოცხადებას, რაც ნიშნავს, რომ თუკი რომელიმე რეგიონში დაფიქსირდება ინფიცირების საგანგაშო რიცხვები, კარანტინი მხოლოდ ამ რეგიონში დაწესდება, თუმცა, აბსოლუტურად ღიად რჩება მასშტაბური, მკაცრი კარანტინის საკითხიც.

დიმოსთენის სარიიანისი ამბობს, რომ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, თუკი ზომებს მკაცრად დავიცავთ. ეს სიტყვები თითქოს უკვე გაუფერულდა, რადგან ერთსა და იმავეს ამბობენ უკვე თითქმის ერთი წელია, მაგრამ პროფესორი ხაზგასმით აღნიშნავს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სიფრთხილეს ახლა იმისთვის, რომ სკოლებიც გაიხსნას და ღია დარჩეს მაღაზიებიც.

ამრიგად, მთავრობის გეგმა B ადგილობრივი კარანტინის მეთოდია, რომელიც შესაძლოა მომავალში იქნას გამოყენებული.

მიკრობიოლოგიის პროფესორი, ალკივიადის ვატოპულო ამბობს, რომ თუკი მესამე ტალღა მოვა, ეს აუცილებლად იქნება მესამე, მკაცრი კარანტინის გამომწვევი, ვინაიდან უკვე ფიქსირდება ბრიტანული შტამის გავრცელება, რომლის მართვა გაცილებით რთულია.

 

onalem

ტესტ