fbpx
საბერძნეთი

ხვალ, 27 იანვარს, თოვლი ატიკის რეგიონში – ნახეთ ამინდის პროგნოზი

ხვალ, 27 იანვარს, საბერძნეთის უმეტეს რეგიონებში თოვლია მოსალოდნელი. ეროვნული მეტეროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ნალექს, თოვლის სახით, ატიკის რეგიონშიც კი ვიხილავთ.

ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთითა და ჩრდილოეთით განსაკუთრებით დაეცემა და 0-ზე ქვემოთ დაიწევს.

ატიკაში სინოპტიკოსები ღრუბლიანობას, ძლიერი წვიმასა და რეგიონის ჩრდილოეთით თოვლსაც გვპირდებიან. ათენის ცენტრში ტემპერატურა 4-დან 9 გრადუსამდე იმერყევებს.

რაც შეეხება თესალონიკს, მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ხანმოკლე თოვა ან თოვლჭყაპი დილამდე. ქალაქის ცენტრში ჰაერი 2-დან 6 გრადუსამდე გათბება.

ათენი:

თესალონიკი:

onalem

ტესტ