fbpx
საბერძნეთი

ძლიერი ხანძარი პატისიონზე გამთენიისას – დამწვარია მინიმუმ 11 მანქანა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პატისიონის გამზირზე გამთენიისას ნაგვის ამგროვებელ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ მარტივად გავრცელდა იქვე მდგომ მანქანებზე.

არსებული ცნობებით, თავად დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებიც მანქანაში ისხდნენ, სწრაფად დატოვეს იქაურობა და დაზიანებები არ მიუღიათ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ცნობილი არ არის, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ის ნაგვის მანქანაში არსებული აალებადი მასალისგან ან საწვავის გაჟონვის გამო გაჩნდა.

ცეცხლს 18 მეხანძრე 6 მანქანით ებრძოდა, საბოლოოდ კი, მისი ჩაქრობა მოხერხდა.

onalem

ტესტ