fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძენ მოხუცს შეცდომით მომატებული პენსია ჩაურიცხეს, ახლა კი, უკან ართმევენ, თანაც %-ით!

ეს მორიგი “ბერძნული” ამბავია, რომელიც თრაკიში, კერძოდ, ქალაქ დიდიმოტიხოში მოხდა. პენსიონერ ქალბატონს სახელმწიფომ გაზრდილი პენსია ჩაურიცხა, ხოლო ახლა, როცა შეცდომა გააცნობიერეს, უკან ართმევენ, თანაც %-ით.

ქალბატონი თავად საუბრობს მედიასთან თავის გასაჭირზე და აღნიშნავს, რომ ანგარიშზე ჩაერიცხა 7,75%-ით გაზრდილი პენსია და ამასთან ერთად, გარკვეული დამატებითი თანხა, საერთო ჯამში, ანგარიშზე მიიღო 2,536 ევრო. ის ვერ მიხვდა, რა თანხაზე იყო საუბარი, თუმცა, როგორც უპასუხეს, ეს იყო ის რაოდენობა, რომელიც სახელმწიფოს მართებდა.

სულ რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც ქალს მომდევნო თვის პენსია დაერიცხა, ნახა, რომ ანგარიშზე 596 ევრო დაუჯდა, ისევ მივიდა შესაბამის უწყებაში, რომ გაერკვია და უთხრეს, რომ წინა ჯერზე დარიცხული თანხა “შეცდომა” იყო და ახლა უკვე არსებული პენსიიდან ჩამოჭრის გზით იბრუნებდნენ უკან, შესაბამისად, ყოველ თვეში 190 ევროთი ნაკლებ თანხას მიიღებდა.

გამოდის, რომ ქალს სახელმწიფო აჭრის აღნიშნულ თანხას პენსიიდან, თუმცა, საბოლოო ჯამში არ გამოდის ზუსტად ის რაოდენობა, რაც შეცდომით ჩაერიცხა, არამედ გაცილებით მეტი, ანუ მას %-ით აბრუნებინებს. ამ გამოთვლებით, ჯამში 3,316 ევრო უნდა ჩამოაჭრან და არა 2,536 ევრო.

თავად ამბობს, რომ ერთი უწყებიდან მეორეში ამისამართებენ და არც კი იცის, თუ ვის მიმართოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

onalem

ტესტ