fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში დენის მოპარვის წინააღმდეგ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყო

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში დენის ქურდობის გამოსავლენად უახლოეს მომავალში სულაც აღარ იქნება საჭირო ტექნიკოსების ადგილზე მისვლა და შემოწმება. აღნიშნული ფაქტების დადგენა შესაძლებელია ხელოვნური ინტელექტის სპეციალური ალგორითმის საშუალებით.

ΔΕΔΔΗΕ-მ მცირე ხნის წინ დააანონსა ინოვაციების კონკურსი, რომლის მიზანიც იყო ხელოვნური ინტელექტის ისეთი ალგორითმის შემუშავება, რომელიც დენის ქურდობას გამოავლენს. ინტერესი და გამოხმაურება შთამბეჭდავი იყო: მონაწილეობა მიიღო 267-მა პირმა და ჯგუფმა და გასულ კვირას გამოვლინდნენ გამარჯვებულები: AETHON Engineering, Silentech და Dataminds, თითოეულმა გაინაწილა ჯილდო, 30.000 ევროს ოდენობით.

აღნიშნული ალგორითმის ფარგლებში შესაძლებელია, რომ დადგინდეს ზუსტი ან მაღალი ალბათობა იმისა, თუ ვინ იპარავს დენს, ამისთვის საკმარისია გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, სპეციალური ნომერი, რომელიც თითოეულ მისამართს აქვს და კიდევ რამდენიმე დეტალი.

როგორც ΔΕΔΔΗΕ-ს კვლევისა და ინოვაციების ცენტრის დირექტორი, გიორგოს ლუკოსი აცხადებს, უკვე განხორციელებულია ცდები აღნიშნული ჯგუფების მიერ, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს და მათი წარმატება 70%-ს უდრის, ჩატარებული ცდებიდან უმეტეს შემთხვევაში დენის ქურდობის ფაქტები დადასტურდა.

მისი განმარტებით, მომდევნო ეტაპებზე ალგორითმი გამოყენებულ იქნება უფრო ფართო მასშტაბებით, რათა აღნიშნული უკანონობა ნელ-ნელა აღმოიფხვრას.

onalem

ტესტ