fbpx
საზოგადოება

ათენის ერთ-ერთი სკოლის ფანჯრიდან ამერიკელი დიპლომატების 15 წლის შვილი გადმოხტა – გოგონა გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედია გასულ პარასკევს, ხალანდრში ერთ-ერთი კერძო სკოლაში მოხდა. 15 წლის გოგონა საკლასო ოთახის ფანჯრიდან გადმოხდა სწორედ იმ დროს, როდესაც გაკვეთილი მიმდინარეობდა.

საუბარია American Community Schools of Athens-ის ერთ-ერთ ფილიალზე, სადაც მოზარდი სწავლობდა. ის ამერიკელი დიპლომატების შვილია, რომლებიც ამერიკის საელჩოში ერთ-ერთ მთავარ პოზიციაზე მუშაობენ. მშობლებიცა და ზოგადად, ამერიკის საელჩოს თანამშრომლები შეძრულები არიან მომხდარით.

გოგონა მე-3 სართულიდან გადმოხტა და პირველი, ვინც ის საზარელ მდგომარეობაში ნახა, სკოლის დამლაგებელი ქალბატონი იყო. მასწავლებლებმა დანარჩენ ბავშვებს საკლასო ოთახებში დარჩენა სთხოვეს, რათა მძიმე სანახაობას არ შესწრებოდნენ. ადგილზე მობიზილებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ და შემდეგ საავადმყოფოს ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასასრჩენად, მაგრამ ამაოდ.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც გოგონამ თვითმკვლელობა სცადა, რადგან ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და მიდრეკილი იყო მსგავსი ქმედებების მიმართ.

onalem

ტესტ