fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში 1-ლი აპრილიდან უმუშევრობის, ΟΑΕΔ-ის დახმარება 500 ევროს მიაღწევს

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში 1-ლი აპრილიდან მინიმალური ხელფასი იზრდება და სავარაუდოდ იქნება 800 ევროზე მეტი. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული თანხები ჯერ ცნობილი არ არის, ვინაიდან დეტალური ინფორმაცია 22 მარტის შემდეგ გამოქვეყნდება, მედია იუწყება, რომ ეს თანხა იქნება დაახლოებით 820-830 ერომდე და შესაბამისად, გაიზრდება სხვადასხვა ფინანსური დახმარებების რაოდენობაც.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უმუშევრობის დახმარება მიაღწევს 500 ევროს, როცა ამ დროისთვის 479 ევროა.

ამას გარდა, საუბარია სპეციალურ შემწეობაზეც, სეზონურ სამსახურებში მომუშავეთათვის, ტურიზმის, მშენებლობისა და კვების მრეწველობაში დასაქმებულ ადამიანებზე. ასევე, პროგრამებს, რომლებში მონაწილეობაც არის ანაზღაურებადი, ექნებათ გაცილებით მეტი ბიუჯეტი, იგულისხმება ΔΥΠΑ-ს სემინარებზე, რომლებსაც შეგიძლიათ დაესწროთ სხვადასხვა პროფესიული განვითარების კუთხით და აიღოთ აღნიშნულში ანაზღაურება.

ამჟამად მინიმალური ხელფასი უდრის 780 ევროს, დაზღვევასთან ერთად, რაც ნიშნავს, რომ თანამშრომელი ხელზე სუფთად იღებს 670 ევრომდე, 2023 წელს აღნიშნული ცვლილებების გატარების შემდეგ შეიცვალა ფინანსური დახმარებების თანხაც, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ იგივე მოხდეს 2024 წლის 1-ლი აპრილიდანაც, ხოლო დეტალური ინფორმაცია მარტის თვის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.

onalem

ტესტ