fbpx
საბერძნეთი

დღეს ამინდი სანაპიროებზე გასვლისთვის – 30 გრადუსი და აფრიკული მტვერი საბერძნეთში

დღეს, 14 მაისს, საბერძნეთის უმეტეს ტერიტორიაზე ტემპერატურა იმატებს და ფაქტობრივად, ამინდი სანაპიროებზე გასვლის საშუალებასაც იძლევა მათთვის, ვისაც ძლიერი სიცხე არ სჭირდება ზღვაში ბანაობისთვის.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეს ჰაერი 30 გრადუსამდეც კი გათბება და ვინაიდან ზოგიერთ რეგიონში სამხრეთის ძლიერი ქარი ქრის, საბერძნეთის ტერიტორიაზე გადმოიტანს აფრიკულ მტვერს, ინტენსივობა ჰაერში საკმაოდ მაღალი იქნება.

ტემპერატურა 30 გრადუსამდე იპიროში აიწევს, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ პელოპონისოში ჰაერი 32 გრადუსამდეც კი გათბება.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს, დაფიქსირდება მინიმუმ 26 გრადუსი,  ასევე, შესამჩნევი იქნება აფრიკული მტვრის ინტენსივობა, ხოლო ხვალ, 15 მაისს, კიდევ უფრო დაცხება და ატიკაში 31 გრადუსი დაფიქსირდება.

onalem

ტესტ