fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ბიზნესმენი სასულიერო პირი გახდა, რათა 1 მილიონი ევროს ვალი არ გადაეხადა

წარმოუდგენელი შემთხვევის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. როგორც ირკვევა, პატრაში ბიზნესმენმა გადაწყვიტა, რომ საერო სამოსი “გაეხადა” და სასულიერო პირი გამხდარიყო, რათა ვალებისგან დაეღწია თავი.

როგორც ირკვევა, ის რამდენიმე წლის წინ ტყავით ვაჭრობდა, თუმცა, მაღაზია დაკეტა და თავისი კლიენტები, რომლებისგანაც თანხა ჰქონდა აღებული, ხელცარიელი დატოვა. ის კონტაქტზე აღარ გადიოდა არავისთან და საერთოდ გაუჩინარდა ისე, რომ მის კვალსაც ვერ მიაგნეს.

როგორც მისი ერთ-ერთი მსხვერპლი ამბობს, საერთო ჯამში ვალი, რომელიც მღვდელს აქვს, 1 მილიონ ევრომდეა და სწორედ იმის გამო, რომ აღნიშნული თანხა არ გადაეხადა, სასულიერო პირად იქცა და ახლა მრევლის წინაშე ქადაგებს.

მისი ქმედებების შესახებ მაშინ გამოვლინდა, როდესაც სოციალურ ქსელში ყოფილმა კლიენტმა ნახა მისი ვიდეო, სასულიერო სამოსით. შედარებით მოგვიანებით რამდენიმე მსხვერპლი შეიკრიბა და პატრას ერთ-ერთ სასაფლაოზე მივიდნენ მასთან შესახვედრად.

როგორც ირკვევა, მღვდელმა უპასუხა, რომ დამშვიდებულიყვნენ, ხოლო თანხას ნელ-ნელა დაუბრუნებდა, როგორც კი, გარემო პირობები ამის საშუალებას მისცემდა.

onalem

ტესტ