fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ღორის გრიპის გამო 24 წლის გოგონა ნაადრევად ამშობიარეს

24 წლის გოგონა საავადმყოფოში H1N1, ე.წ. ღორის გრიპის დიაგნოზით მოათავსეს. ის ფეხმძიმედ იყო და ვირუსის გამო ექიმები რისკზე ვერ წავიდნენ. ორსულობის პროცესი ვერ გაგრძელდებოდა, რადგან საფრთხე ბავშვს ემუქრებოდა. ამის გამო მათ სასწრაფოდ საკეისრო კვეთა დანიშნეს.

ახალგაზრდა ქალი 35 კვირის ორსული იყო.

ΠΑΓΝΗ-ის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილების დირექტორი აცხადებს, რომ ოპერაციამ წარმატებით და პრობლემების გარეშე ჩაიარა. დაიბადა პატარა გოგონა 2 კგ და 100 გრამი. ის ჯანმრთელია და არც ჯანგბადის საჭიროება არსებობდა.

როგორც ცნობილია, ფეხმძიმე ქალს ღორის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა მიღებული არ ჰქონდა, რის გამოც მდგომარეობა უმძიმდებოდა.

ის ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.

onalem

ტესტ