fbpx
საზოგადოება

“ისეთი ახალი წელი იქნება, ათენში რომ ჯერ არ ყოფილა” – რას გვპირდება კოსტას ბაკოიანი დღეისთვის

დღეს საღამოს ათენს დაუვიწყარი კონცერტი ელის. როგორც მერი, კოსტას ბაკოიანი აცხადებს, 2019 წელს ათენი დამსახურებულად გააცილებს. თუ აქამდე ქალაქის ცენტრში მოსაწყენი წარმოდგენები იმართებოდა, რომელთა სანახავად მოსახლეობა არც კი მიდიოდა, ახლა სცენაზე ყველასათვის საყვარელი მომღერლები გამოჩნდებიან.

31 დეკემბრის ღამეს სინდაღმაზე იმღერებს ჯგუფი “Melisses”, ხრისტოს მასტორას სოლისტობით. ჯგუფმა წელს მოღვაწეობის 10-ე წელი დახურა. მათ გარდა ათენის ცენტრში იმღერებენ დემი, ივი ადამუ და ჯოზეფინი.

კოსტას ბაკოიანიმ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი იმის მიხედვით შეარჩია, თუ ვისი მოსმენა ესიამოვნება ყველაზე მეტად ახალგაზრდობას, რათა მათ გაუჩნდეთ სურვილი გამოვიდნენ ქუჩაში და ქალაქის გულში შეხვდნენ ახალი 2020 წლის შემობრძანებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ათენის თითოეულ უბანში დაგეგმილია გარკვეული ღონისძიებები.

 

onalem

ტესტ