fbpx
საბერძნეთი

სულ მალე ახალი “საფულე” საბერძნეთში, რომელშიც ყველანაირ დოკუმენტს შეინახავს

საბერძნეთი ციფრული განვითარების გზაზე დგას და მას შემდეგ, რაც ელექტრონული სერვისები დამკვიდრდა, მილიონობით ადამიანი იყენებს მათ, პროცედურების გამარტივების მიზნით. ამჟამინდელი მონაცემებით, დღეში 1,2 მილიონი მოქალაქე იყენებს Wallet-ს, რომელშიც სხვადასხვა დოკუმენტაციაა მოთავსებული და აღარ არსებობს ფურცლების ტარების საჭიროება.

როგორც ირკვევა, ციფრული პოლიტიკის სამინისტრო გეგმავს “სუპერ საფულის” შექმნას, რომელშიც თავს მოიყრიან არა მხოლოდ პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა და ძირითადი დოკუმენტები, არამედ ყველა სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტიც, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, მათ შორის შინაური ცხოველის დოკუმენტებსაც.

შესაძლებელია, რომ ახალ ელექტრონულ საფულეში შეინახოთ სტუდენტური ბარათი, ცნობა, ჯანმრთელობის შესახებ, თუ ხართ უნივერსიტეტის პროფესორი, აღნიშნული აკადემიური მოწმობები და ა.შ.

ასევე, იგეგმება, რომ შეიცვალოს მართვის მოწმობის აღების მიზნით თეორიული გამოცდების ჩაბარების მეთოდი და შესაბამისად, შეიცვალოს სისტემა. ციფრული პოლიტიკის მინისტრი აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალებზე უახლოეს მომავალში ისაუბრებს.

onalem

ტესტ