fbpx
საბერძნეთი

წარმოუდგენელი კადრები კორინთიიდან: აღმოაჩინეს ოჯახი, რომელიც 30 მეტრიან ტუნელში ცხოვრობდა

კორინთიაში პოლიციელები წარმოუდგენელი შემთხვევის წინაშე აღმოჩნდნენ, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა საჩივარი შეიტანა. როგორც 67 წლამდე მამაკაცი იუწყებოდა, თავს დაესხა 45 წლის მამაკაცი, რომელიც იქვე ცხოვრობდა. როცა ოფიცრები ადგილზე მივიდნენ, აღმოაჩინეს ოჯახი, რომელიც ტუნელში ცხოვრობდა.

გასაოცარია, მაგრამ 45 წლის მამაკაცი, მეუღლესთან და ოთხ შვილთან მთელი ცხოვრება ტუნელში, შეიძლება ითქვას, გამოქვაბულში ცხოვრობს, ბავშვები არც სკოლაში დადიან და არანაირი შეხება არ აქვთ სოციუმთან.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავად 45 წლის მამაკაცის მანქანაში იარაღის დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს, მისი განცხადება კი შემდეგია:

“ჩვენ არ ვართ ბერძნები, ჩვენ ვართ ძველი ქრისტიანული საზოგადოება, უარს ვამბობთ ნებისმიერ ტექნოლოგიაზე და ვცხოვრობთ ტრადიციულად, ისე, როგორც პირველი ქრისტიანები ცხოვრობდნენ.”

ოჯახი პოლიციელებს თავს დაესხა მას შემდეგ, რაც “სახლში” მიაკითხეს, აგრესიით გამოირჩეოდა მათი 22 წლის გოგონაც.

onalem

ტესტ