fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში კორონავირუსის საფრთხის გამო მაღაზიებიც იკეტება

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში კორონავირუსის საფრთხის გამო 18 მარტიდან მაღაზიებიც იკეტება.

გამომდინარე იქიდანაც, რომ ზარალს განიცდის თითქმის ყველა დაწესებულება, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კრიზისულ პერიოდში უმჯობესი იქნება, თუ მაღაზიებიც დაიკეტება და სახლის პირობებში, კარანტინში გადაინაცვლებენ თანამშრომლებიც.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ 14 დღიან კარანტინს გაივლის ყველა ის ადამიანი, რომელიც საზღვარგარეთიდან საბერძნეთში შემოვა.

 

onalem

ტესტ