fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

საბერძნეთში სიტუაცია კვლავ ცუდი სცენარით ვითარდება – იხილეთ დღევანდელი მონაცემები

ექსპერტების თქმით, საბერძნეთში სიტუაცია არასახარიბიელოა და თუ ეს ყველაფერი მომდევნო ორ კვირაში არ შეიცვლება, უნდა ვიფიქროთ ყველაზე ცუდ სცენარზე, როდესაც დღეში შეიძლება 1.000 ინფიცირებული დაფიქსირდეს.

ბოლო სამი დღეა ახალი მონაცემები 100-ზე ქვემოთ არ ჩამოდის და სამწუხაროდ დღეს 151 ფიქსირდება. ევანგელისმოს საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი პაციენტი, რამაც ქვეყანაში ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი 211-მდე გაზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ “იმპორტირებულ” შემთხვევათა რიცხვი მხოლოდ 12-ს უდრის.

46 ფიქსირდება ატიკის რეგიონში, ხოლო 38 თესალონიკში.

ზომები გამკაცრებულია და 112-დან ზარი მიიღეს კუნძულ პოროსზე მყოფებმაც, რათა ატარონ პირბადე ყველგან, დახურულ თუ ღია სივრცეებში.

ინფიცირების დანარჩენი შემთხვევები ნაწილდება თითქმის მთელ საბერძნეთზე.

 

onalem

ტესტ