fbpx
კრიმინალი

მოპარული 1 მილიონი ევრო, ქალის დახმარებით ჩადენილი ძარცვა და მოკლული ბიზნესმენი – ათენში გაქცეული პატიმარი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, ათენში, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს პოლონელი მამაკაცი, რომელმაც 2010 წლის 5 ოქტომბერს ცნობილი ბიზნესმენი, მიმი ზუგანელი, კუნძულ მიკონოსზე, საკუთარ ვილაში ძარცვის დროს მოკლა. ბიზნესმენს კრიზისის გამო წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის თანხა სახლის სეიფში ჰქონდა შენახული, რის შესახებაც იცოდა მისმა პარტნიორმა, 28 წლის ქალმა, რომელმაც მძარცველებს ყველაფერი უთხრა და კრიმინალური დანაშაულიც დაიგეგმა.

კერძოდ, 28 წლის ქალი პოლონელი მარგარიტა პაიტეკია, მოცეკვავე, რომელსაც 73 წლის ბერძენი ხვდებოდა. მან კარგად იცოდა მამაკაცის სიმდიდრის შესახებ და ისიც, რომ სახლში მალავდა ფულით სავსე სეიფს. როგორც ირკვევა, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე პაიტეკი სამშობლოში, პოლონეთში დაბრუნდა და თავის იქაურ შეყვარებულს, დომინიკ გრეკოცკოს და მის მეგობარს სახლში დიდი ფულის არსებობის შესახებ მოუყვა.

2010 წლის 5 ოქტომბერს პოლონელები მიმი ზუგანელის სახლში შეიჭრნენ და მამაკაცი სასტიკად სცემეს. ის სუპერმარკეტიდან ახალი დაბრუნებული იყო, როდესაც თავს დაესხნენ. ზუგანელის წამების შედეგად ათქმევინეს, თუ სად მალავდა სეიფს და მას შემდეგ, რაც აჩვენა, იქვე მოკლეს. შემდეგ მათ 1.050.000 ევრო, მობილური ტელეფონი და ლეპტოპი აიღეს და გაუჩინარდნენ.

სასტიკი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ისინი პოლონეთში დაბრუნდნენ და ორი სახლი შეიძინეს.

ბიზნესმენი 8 ოქტომბერს საკუთარმა დამლაგებელმა ქალმა იპოვა, როცა სახლში მივიდა და პოლიციას შეატყობინა.

დომინიკ გრეკორცკო დააკავეს და შემდეგ დომოკოს ციხეში გადაიყვანეს. მას მიესაჯა უვადო პატიმრობა და +20 წელი. 2019 წლის 9 სექტემბერს მას მიეცა ციხის მცირე ხნით დატოვების უფლება, რის შემდეგაც უკან აღარ დაბრუნდა და მასზე ძებნა გამოცხადდა.

პოლონელი ათენში, კალითეაში დააკავეს, როდესაც მანქანით მიდიოდა. მას აღმოუჩინეს ყალბი პასპორტი და ბრალდებულია ფულის გაყალბებაშიც. ფიქრობენ, რომ ის საზღვრების გახსნას ელოდებოდა, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყო.

40 წლის გრეკოცკო განსაკუთრებით საშიშ დამნაშავედ ითვლება.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს მიმი ზუგანელის მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. ის არისტოტლე ონასის მეგობარი იყო.

 

onalem

ტესტ