fbpx
საზოგადოება

ბერძენმა მამაკაცმა თანამშრომელი სასტიკად სცემა, რადგან ხელფასის გადახდა მოსთხოვა

შეკვეთის დამტარებელი ახალგაზრდა ბიჭი ჰყვება, თუ როგორ სცემა ყოფილმა დამსაქმებელმა მხოლოდ იმიტომ, რომ ნამუშევარი თანხის გადახდა მოითხოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, თანამშრომელი, რომელიც კორინთოში მდებარე ერთ-ერთ სწრაფი კვების ობიექტში მუშაობდა, საკუთარ სამსახურში მივიდა და უფროსს სთხოვა, რომ გადაეხადა თანხა, რომელიც მას მართებდა.

მამაკაცმა არა მხოლოდ უარი განაცხადა თანხის გადახდაზე, არამედ მას ჯერ მაცივარზე დარტყმევინა სახე, შემდეგ კი გარეთ გაიყვანა, მიწაზე ძალის გამოყენებით დააგდო და სახესა და სხეულზე წიხლების რტყმა დაუწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით 10 ივნისისთვის თესალონიკში დაგეგმილია საპროტესტო აქცია. შეკვეთის მიმტანთა გაერთიანება აცხადებს, რომ ხდება მათი ერთგვარი დამონება და დამსაქმებლები ისე იყენებენ, როგორც მოესურვებათ, პარალელურად, არ უხდიან თანხას, რომელიც ლეგალურად ეკუთვნით.

გაერთიანება სულ სამი წელია არსებობს და ცდილობენ, რომ წინ წამოსწიონ პრობლემები, რომლებიც ამ პროფესიას უკავშირდება. ისინი იუწყებიან, რომ დამსაქმებლის მხრიდან სასტიკი მოპყრობის უამრავი შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის კი 25 ფატალურად დასრულდა და ამ ყველფერს უბედური შემთხვევის იარლიყს აკრავდნენ.

 

 

onalem

ტესტ