fbpx
საზოგადოება

“ბერძნები თურქებისნაირად არასოდეს მომქცევიან, საბერძნეთმა შემიყვარა” – ირანელი კუროსი თავის ისტორიას ჰყვება

19 წლის ირანელი ბიჭი წარმატების სიმბოლოდ იქცა საბერძნეთში – იმიგრანტი, რომელიც სულ რაღაც სამი წლის წინ ჩამოვიდა საბერძნეთში და თავად ბერძნებსაც აჯობა ეროვნულ გამოცდებში, რომელთა ჩაბარებაც საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

კუროსი ჰყვება, თუ როგორია მისი ცხოვრება, როგორ უყვარს საბერძნეთი და როგორ “ჩაიკრა გულში” ამ ქვეყანამ ჩამოსვლისთანავე.

“ეს ყველაფერი 2019 წლის 15 აგვისტოს დაიწყო, როდესაც თურქეთის სანაპიროებიდან ნავით, სხვა ემიგრანტებთან ერთად ჩამოვედი. ჩემთან ერთად იყვნენ ჩემი მშობლებიც და უმცროსი ძმა. მახსოვს მგზავრობის ღამე, საშინლად ჩუმი იყო, ეს იყო ის სიჩუმე, რომელიც მაშინებდა.

განსაკუთრებით რთული იყო ის პერიოდი, როდესაც თურქეთში ვიყავით, დაახლოებით 50 დღე გავატარეთ იქ და საშინლად გვექცეოდნენ. ბევრი რამ გადავიტანეთ, სულ გვიყვიროდნენ, ერთხელ მახსოვს, წყლის დალევა მინდოდა და პოლიციელმა ისე მიყვირა, რომ შევშინდი და გავიქეცი. ეს შეცდომა იყო მისი მხრიდან. ბერძნები მათ მსგავსად არასოდეს მომქცევიან, მათ არ ახასიათებთ თურქებისნაირი ქცევა, ჩამოსვლის პირველივე დღიდან კარგად მექცეოდნენ. საბერძნეთი შემიყვარდა, ისევე როგორც თავად შემიყვარა მე.

არ ვიცი, მაქვს თუ არა მეორე სამშობლო. ვერასოდეს დავბრუნდები ირანში, საბერძნეთში ძალიან კარგად ვარ, ენა ვისწავლე, მყავს მეგობრები, ხალხი, რომელიც მხარს მიჭერს. ვფიქრობ, რომ ადამიანის სახლი შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა გარემოებების მიხედვით, ყველას სახლი იქ არის, სადაც მისი ხალხია,” ამბობს წარმატებული ახალგაზრდა იმიგრანტი.

onalem

ტესტ