fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ჩვილმა საწოვარა გადაყლაპა, როდესაც მისი დედა საყიდლებზე იყო

ინციდენტი ნავპლიოში გუშინ შუადღეს მოხდა. დედა საყიდლებზე იმყოფებოდა, ხოლო თავისი 20 თვის შვილი ეტლში ჰყავდა. რაღაც მომენტში ქალმა ყურადღება შესაძენ ნივთებზე გადაიტანა, რა დროსაც ჩვილმა საწოვარის ერთი ნაწილი მოატეხა და გადაყლაპა, შედეგად სასუნთქი გზები გადაეკეტა და იხრჩობოდა.

ადგილზე პანიკა შეიქმნა… გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა, ადგილზე მისულებმა ბავშვისთვის მხოლოდ პირველადი დახმარების აღმოჩენა შეძლეს, საწოვარის ნატეხი კი ბავშვს კვლავ ყელში დარჩა.

ჩვილი ნავპლიოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სასუნთქი გზები გაუთავისუფლეს, მაგრამ მისი მდგომარეობის სირთულის გამო, ექიმებმა ოჯახს ათენში გადმოყვანა ურჩიეს.

onalem

ტესტ