fbpx
საზოგადოება

რატომ არ მოსწონს პარის კასიდოკოსტას დედას თამთა “სარძლოდ”?!

რამდენიმე დღის წინ პარის კასიდოკოსტა მიკონოსზე მარტო გამოჩნდა, რამაც ჭორები გაავრცელა, რომ ქართველ მომღერალსა და მას შორის ურთიერთობაში პრობლემები გაჩნდა. თუმცა, ერთი შეხედვით, აქ საოცარი არაფერია, რადგან წყვილი ყოველთვის აღნიშნავს, რომ აქვთ პირადი სივრცეც, რაც ბევრად საინტერესოს ხდის მათ ერთად ყოფნას. მიუხედავად ამისა, ბერძნული მედია კასიდოკოსტას დედის, მარიანა ლაცის თამთასადმი დამოკიდებულებაზე აქტიურად ალაპარაკდა.

ექსკლუზიური ინფორმაციით, პარისის დედა არც თუ ისე ოპტიმისტურად უყურებს თავისი შვილის თამთასთან ურთიერთობას და ნეგატიური დამოკიდებულება დასაწყისშივე დააფიქსირა, ჩარევით კი არ ჩარეულა, რადგან, სავარაუდოდ, ფიქრობდა, რომ მალე დასრულდებოდა. თუმცა, მას შემდეგ, წლები გავიდა და პარისის და თამთას სიყვარული უფრო მეტად ძლიერდება.

ცნობილია, რომ პარისს მარიანა ლაციმ უთხრა, რომ თამთა მას არ შეეფერება და ბევრად ახალგაზრდა გოგონას იმსახურებს, თანაც თამთას უკვე დიდი შვილი ჰყავს, რაც “სადედამთილოს” ნამდვილად არ მოსწონს.

მითქმა-მოთქმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბოლო დროს თამთა და მისი შვილი, პარის კასიდოკოსტასთან ერთად, ვულიაღმენში სანაპიროზე დააფიქსირეს.

წყარო: https://patkiout.gr/showbiz/mono-sto-patkiout-sta-akra-i-kontra-pari-kasidokosta-mariannas-latsi-gia-tin-tamta-giati-den-thelei-i-quot-pethera-quot-ti-quot-nyfi-quot-olo-to-paraskinio/

onalem

ტესტ