fbpx
კრიმინალი

ემიგრანტების სახლების ჩხრეკა პატისიონზე – რა იპოვა საბერძნეთის პოლიციამ?!

სპეციალური ოპერაცია გუშინ შუადღეს საბერძნეთის პოლიციის მიერ პატისიონზე, ორი ემიგრანტი მამაკაცის სახლში ჩატარდა. ისინი დიდი ხნის მანძილზე იყვნენ ეჭვმიტანილები, რის გამოც, საბოლოოდ სპეცდანიშნულების რაზმის მიერ განხორციელდა ჩხრეკა, შედეგად კი, 1. 650.000 ევროს “საქონელი” ამოიღეს.

კერძოდ, საუბარია ნარკოტიკულ საშუალებაზე (ჰეროინი), რომელიც, როგორც ცნობილია, 47 და 49 წლის მამაკაცებს თურქეთიდან შემოჰქონდათ და საბერძნეთის გარდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც აპირებდნენ გაყიდვას. ამ საქონლის საერთო ღირებულება კი მილიონ ევროს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ ორი უცხოელი მამაკაცის გარდა, რომლებიც უკვე დაკავებულები არიან, ძებნაშია მათი 25 წლის თანამზრახველი ქალი.

ჰეროინი პაკეტებში იყო განთავსებული და სავაჭროდ გამზადებული ჰქონდათ.

დამნაშავეთა ეროვნება უცნობი რჩება.

იხილეთ ფოტომასალა:

onalem

ტესტ