fbpx
ემიგრაციასაზოგადოება

ქართველი ემიგრანტი, რომელიც დამსაქმებლის უფროსი თავად გახდა და იტალიაში ბინები შეიძინა

ქართულ კულინარიულ შო­უ­ში, “სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბი”, ემიგ­რან­ტი ნანა ხა­ჭა­პუ­რი­ძე თა­ვის ვაჟ­თან, შო­თას­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობს. კონ­კურ­სან­ტე­ბი ხო­ნი­დან არი­ან, თუმ­ცა ქალ­ბა­ტო­ნი ნანა უკვე 17 წე­ლი­წა­დია, უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობს და საქ­მი­ა­ნობს. სა­ქარ­თვე­ლო 2004 წელს და­ტო­ვა და იტა­ლი­ა­ში ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა იმის­თვის, რომ ოჯა­ხის­თვის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­ე­ჩი­ნა და სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მა მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა.

ამ­ჯე­რად შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შვი­ლის თხოვ­ნით გა­და­წყვი­ტა და უკ­მა­ყო­ფი­ლო არ არის. მოს­წონს პრო­ექ­ტი, რად­გა­ნაც მისი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, “სამ­ზა­რე­უ­ლოს ომებ­ში“ ბევ­რი მის­თვის სა­სარ­გებ­ლო რამ შე­ი­ძი­ნა.

ქალბატონი ნანა იტა­ლი­ა­ში ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტი გახ­ლავთ, სწორედ ამიტომ ის თავის ისტორიას თავად ჰყვება:

“პრო­ფე­სი­ით სა­მარ­თალმცოდ­ნე ვარ, ხო­ნის რა­ი­ონ­ში სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბას თით­ქმის ყვე­ლა სკო­ლა­ში, ასე­ვე პროფ­სას­წავ­ლე­ბელ­შიც, კერ­ძო უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ვკი­თხუ­ლობ­დი. შემ­დგომ მუ­შა­ო­ბა ქუ­თა­ი­სის სა­ა­ვი­ა­ციო ტექ­ნი­კურ ქარ­ხა­ნა­ში და­ვი­წყე, რო­მე­ლიც შე­ულმფრე­ნე­ბის ძრა­ვებს აწარ­მო­ებ­და. ქარ­ხა­ნა­ში კა­რი­ე­რუ­ლი გზა კან­ცე­ლა­რი­ი­დან ბო­ლოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ­დე გა­ვი­ა­რე… მერე წარ­მო­ე­ბა თან­და­თან და­ხურ­ვის პი­რას მი­ვი­და, მოვ­ლე­ნებს გა­ვუს­წა­რი და გან­ცხა­დე­ბა წას­ვლა­ზე მა­ნამ­დე დავ­წე­რე”, – გვე­უბ­ნე­ბა ნანა ხა­ჭა­პუ­რი­ძე, რო­მელ­საც თა­ვი­დან იტა­ლი­ა­ში ჩა­სულს ძალ­ზე ეხა­მუ­შე­ბო­და ის, რომ თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ით ვერ იმუ­შა­ვებ­და.

“შენს ქვე­ყა­ნა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლი პირი ხარ და უცებ ვი­ღა­ცის მო­სამ­სა­ხუ­რე­ო­ბა გი­წევს, ძნე­ლია, მაგ­რამ იქ სი­ტუ­ა­ცი­ას რომ შევ­ხე­დე, მივ­ხვდი, რომ სა­კუ­თარ თავს თვი­თონ უნდა უშ­ვე­ლო. ჩას­ვლი­დან მე­სა­მე დღეს, ერთ-ერთი ქალ­ბა­ტო­ნის დახ­მა­რე­ბით, სამ­სა­ხუ­რი და­ვი­წყე, შემ­დგომ ენის შე­სას­წავ­ლად სკო­ლა­ში მი­ვე­დი. 7 თვე­ში სამი წლის მა­სა­ლა ავით­ვი­სე. თან, იღ­ბა­ლი და ღმერ­თის წყა­ლო­ბაც იყო. ამის გა­რე­შე არა­ფე­რი ხდე­ბა. ამის მჯე­რა და უფალს ყო­ველ­თვის შევ­თხოვ­დი შემ­წე­ო­ბას. ასე­ვე ვე­ვედ­რე­ბო­დი მამა გაბ­რი­ელს. ერ­თა­დერ­თი, რაც აქე­დან წა­ვი­ღე, გინდ და­ი­ჯე­რეთ და გინდ – არა, მამა გაბ­რი­ე­ლის სუ­რა­თი იყო. შვი­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი არც წა­მი­ღია, მათ მო­ნატ­რე­ბას უფრო გა­მიღ­ვი­ვებ­და და ვერ გა­ვუძ­ლებ­დი. მამა გაბ­რი­ე­ლის ის სუ­რა­თი დღემ­დე მაქვს იტა­ლი­ა­ში და სა­სო­ე­ბით ვე­პყრო­ბი”, – გვიყ­ვე­ბა რეს­პონ­დენ­ტი, რო­მელ­საც უცხო ქვე­ყა­ნა­ში ისე გა­უ­მარ­თლა, რომ თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ით სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც და­საქმდა – “ბე­ბი­ას­თან ვმუ­შა­ობ­დი, ქალ­ბა­ტონს მხო­ლოდ საჭ­მელს ვუ­კე­თებ­დი. მისი ოჯა­ხის წევ­რებ­მა რომ გა­მიც­ნეს, მი­თხრეს, – რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, თქვე­ნი პრო­ფე­სი­ით არ მუ­შა­ობ­დეთ? ოჯახ­ში იუ­რის­ტე­ბიც იყ­ვნენ და ჩემი დახ­მა­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს. მი­თხრეს, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მეს­წავ­ლა, ისე არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და. და­ვი­წყე მე­ცა­დი­ნე­ო­ბა და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა… იქაც წარ­ჩი­ნე­ბით და­ვი­ცა­ვი დიპ­ლო­მი. პრაქ­ტი­კებ­ზე ერთ-ერთ სა­ბუ­ღალ­ტრო ფირ­მა­ში გა­მიშ­ვეს და იმ წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნე – სახე მთლი­ა­ნად შე­ვუც­ვა­ლე, იმის­თვის, რომ არ გა­კოტ­რე­ბუ­ლი­ყო და საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ასე მო­ვი­პო­ვე მათი მხარ­და­ჭე­რა, რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი და საქ­მი­ა­ნო­ბა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. სა­ბო­ლო­ოდ იმ ფირ­მის ხელ­მძღვა­ნელ­მა – შენ უფრო მეტი შე­გიძ­ლია, ხელ­მძღვა­ნე­ლი იყა­ვი, მე მო­ად­გი­ლე ვიქ­ნე­ბიო და დღემ­დე ერ­თად ასე მოვ­დი­ვართ”, – აღ­ნიშ­ნავს ქალ­ბა­ტო­ნი ნანა.

– ფლო­რენ­ცი­ა­ში ბინა შე­გი­ძე­ნი­ათ და ახლა იმ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობთ?

– კი, იქ ვცხოვ­რობ. ეს ბი­ნაც იმის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის ფირ­მა გავ­ხსე­ნი, რად­გან მხო­ლოდ ხელ­ფა­სით ვე­რა­ფერს გავ­ხდე­ბო­დი. ფირ­მა­ში გა­სა­ყი­დად გა­მო­დი­ო­და ბი­ნე­ბი, ნაკ­ვე­თე­ბი, მი­წე­ბი და შემ­დეგ მო­მა­ტე­ბულ ფას­ში ვყიდ­დით. ფირ­მას “გეო” და­ვარ­ქვი, სა­ქარ­თვე­ლოს პა­ტივ­სა­ცე­მად და ამ პრო­ცეს­ში ფლო­რენ­ცი­ა­ში შე­ძე­ნი­ლი ბინა ასე დამ­რჩა. სახ­ლი ასე­ვე პონ­ტე­დე­რა­შიც მაქვს და კი­დევ 15 ჰა მი­წის ნაკ­ვე­თი.

– ოჯა­ხით ხართ იქ?

– არა. ბავ­შვე­ბი წა­ვიყ­ვა­ნე, მაგ­რამ გო­გოს არ მო­ე­წო­ნა იქა­უ­რი სკო­ლა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. მას­ვე გა­მოჰ­ყვა ჩემი მე­უღ­ლე, – მარ­ტოს ხომ არ დავ­ტო­ვებ­დით? ბიჭი ჩემთნ დარ­ჩა… ახლა მე თუ არ ვარ იქ, საქ­მეს შოთა უძღვე­ბა. მა­ნაც მშვე­ნივ­რად იცის ყვე­ლა­ფე­რი. ყვე­ლა ქარ­თველს, ვინც იქ ცხოვ­რობს, სულ ვეხ­ვე­წე­ბო­დი და ვეხ­ვე­წე­ბი – ის­წავ­ლეთ-მეთ­ქი. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

– რო­გო­რია იტა­ლია ქარ­თვე­ლის­თვის?

– თა­ვი­დან ძა­ლი­ან მი­ჭირ­და, პირ­ვე­ლი სამი თვე ჩემი ბა­ლი­ში არ გამ­შრა­ლა, ვტი­რო­დი… რაც უნდა იყოს, სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­მიძ­ლია. აქ შუ­ა­ლე­დებ­ში რომ ჩა­მოვ­დი­ო­დი, ისე­თი აღ­თქმა მქონ­და და­დე­ბუ­ლი, რომ მი­წას ვჭამ­დი. ძა­ლი­ან რთუ­ლია ამის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ აღ­თქმას ვერ ვტეხ­დი. ღმერ­თო, რამ­დე­ნი ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მიყ­ვან, იმ­დე­ნი, მი­წას შევ­ჭამ-მეთ­ქი.

ემიგ­რან­ტო­ბას, თუ მა­გა­რი ხარ, გა­უძ­ლებ, ზოგი ვერ უძ­ლებს, ნერ­ვე­ბი ღა­ლა­ტობთ. ბევ­რი ავად­მყო­ფი წა­მო­მიყ­ვა­ნია უკან, – თუ ვინ­მეს არ გა­უ­მარ­თლებს, სა­ში­ნე­ლია იქ ცხოვ­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა იქ ისეთ ქარ­თველს შეხ­ვდე, სულ და­გინ­გრი­ოს ყვე­ლა­ფე­რი, შე­იძ­ლე­ბა სა­ო­ცა­რი მე­გობ­რე­ბი გყავ­დეს. სა­ერ­თოდ კი, ყვე­ლა ემიგ­რან­ტი გმი­რია. სა­შუ­ა­ლე­ბა რომ იყოს, ყვე­ლას გმი­რო­ბას მი­ვა­ნი­ჭებ­დი.

ახლა, შვი­ლის თხოვ­ნით, კუ­ლი­ნა­რი­ულ შო­უ­ში “სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბი” ჩა­ვერ­თე. ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ექ­ტია, აქამ­დე არ ვი­ცო­დი, თუ არ­სე­ბობ­და. მო­მე­წო­ნა, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვმო­ნა­წი­ლე­ობ. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სის გა­მოც­დი­ლე­ბას, 17 წე­ლია, უცხო­ეთ­ში ვარ და უცხო­უ­რი კერ­ძე­ბი ძა­ლი­ან მომ­წონს და ვა­გე­მოვ­ნებ, მაგ­რამ ამა­ვე დროს, მიყ­ვარს ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო. ბე­ბია არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გურ­მა­ნი მყავ­და, დე­დაც სა­ო­ცა­რი კუ­ლი­ნა­რია, ისეთ რა­ღა­ცებს ვამ­ზა­დებ­დით ყვე­ლა­ნი ერ­თად სახ­ლში, რომ ბევ­რს უკ­ვირ­და. მა­გა­ლი­თად, ნეკ­ნებს, ბე­ბი­ის რე­ცეპ­ტით ალუბ­ლით ვა­კე­თებ­დით, ანდა სა­წებ­ლად ტყემ­ლის ნაც­ვლად, მუშ­მა­ლას ვი­ყე­ნებ­დით… მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­გია კუ­ლი­ნა­რია. ახ­ლაც ხონ­ში სა­ცხო­ბე­ბი გვაქვს, სა­დაც ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ვმუ­შა­ობთ…

– რა რჩე­ვე­ბის მი­ცე­მა შე­გიძ­ლი­ათ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც უცხო­ეთ­ში ახლა აპი­რებს წას­ვლას. რა იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი რჩე­ვა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტის­გან?

– ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს და ქარ­თველს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­დის, უნდა ახ­სოვ­დეს და იცო­დეს, რას აკე­თებს და რას გა­ა­კე­თებს იქ, რომ ცხოვ­რე­ბას უაზ­როდ არ ეო­მოს. ომიც შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ამ ომში გა­მარ­ჯვე­ბაა. კე­თი­ლად უნდა იო­მოს, ყვე­ლა უნდა უყ­ვარ­დეს და, რაც მთა­ვა­რია, უფა­ლი. ამ ყვე­ლა­ფერ­მა დიდი ძალა მომ­ცა.

აქ დარ­ჩე­ნი­ლებ­მა კი მხა­რი უნდა და­უ­ჭი­რონ მას და გა­ა­მაგ­რონ. თუ მათ მისი შრო­მა არ გა­ა­მარ­თლეს, არა­ფე­რი გა­მო­ვა. ყვე­ლას ერ­თმა­ნე­თი უნდა უყ­ვარ­დეს. და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის ერ­თგუ­ლე­ბაც ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის და ასეთ დროს მწამს და მჯე­რა, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­უ­ვათ.

 

წყარო: www.ambebi.ge

onalem

ტესტ