fbpx
კრიმინალი

“ფანჯრიდან გადახტომა მისი ბედი არ ყოფილა” – თავდასხმა ნიკეას საავადმყოფოში ხელმძღვანელის მოადგილეზე

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ნიკეას საავადმყოფოზე თავდასხმა განხორციელდა. 10 კაცისგან შემდგარი ანტი-ავტორიტარული დაჯგუფება დღეს შუადღეს საავადმყოფოს ხელმძღვანელის მოადგილის ოფისში შეიჭრა და მას გარდაცვლილ “აპოკლისტიკ” ქალზე ესაუბრნენ.

50 წლის გაიანე კასარძიანი აღნიშნული საავადმყოფოს ფანჯრიდან მაშინ გადმოხტა, როდესაც შემოწმებაზე მივიდნენ, თავად კი იქ უკანონოდ მუშაობდა. ქალი მიღებული დაზიანებების ფონზე გარდაიცვალა. მომხდარზე რეაგირება მოახდინა ანტი-ავტორიტარულმა ორგანიზაციამ, რომელიც მოადგილესთან პირდაპირ კაბინეტში შევარდა. ეს სწორედ ის მამაკაცია, რომელმაც 5 კაცისგან შემდგარი ჯგუფი უკანონო “აპოკლისტიკების” შესამოწმებლად გააგზავნა.

“ეს ღარიბი ადამიანების ბედი არ არის. მათი ბედი არ არის, რომ ფანჯრიდან გადახტნენ და მოკვდნენ იმის გამო, რომ თქვენ მათ არალეგალურ მუშაობას ამოწმებთ. ეს ბედი არ არის, ეს კლასობრივი დასჯაა.

გაიანე კასარძიანი – ეს არის იმ  სომეხი ქალის სახელი, რომელიც ფანჯრიდან გადმოხტა, რომ შემოწმებას გაქცეოდა. და ეს მისი ბედი არ ყოფილა. ადრე თუ გვიან, ამ კლასის ყველა ადამიანი გაიგებს, რომ არსებობს სხვა ბედიც,” ამბობს ორგანიზაცია.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ