fbpx
საზოგადოება

“ბერძენმა ექიმმა მძიმე პაციენტი გასინჯა და რამდენიმე წუთში თავად გარდაიცვალა” – ტრაგედია ვოლოსში

ბერძნული სამედიცინო სფერო შეძრა დღეს ვოლოსის საავადმყოფოში მომხდარმა შემთხვევამ. გარდაცვლილია 42 წლის ექიმი, რომელიც მუშაობისას დაიღუპა და სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც კოლეგები აცხადებენ, მას არაფერი აწუხებდა არც მიმდინარე პერიოდში და არც ახლო წარსულში, არ ჰქონია რაიმე თანმდევი დაავადება. სწორედ ამიტომ ვერაფრით ხსნიან, თუ რა მოხდა.

როგორც ირკვევა, 42 წლის ექიმმა, რომელიც კონკრეტულად ანესთეზიოლოგი იყო, თავისი პაციენტი გასინჯა და მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ მას რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსებდნენ, თავის კაბინეტში დაბრუნდა.

სულ რამდენიმე წუთის შემდეგ მას ექთანმა მიაკითხა, რადგან ზარებს არ პასუხობდა და ქალმა გარდაცვლილი იპოვა.

42 წლის მამაკაცს ორი შვილი დარჩა, წარმოშობით დრამაში იყო და Αχιλλοπούλειο-ს საავადმყოფოში მუშაობდა.

 

onalem

ტესტ