fbpx
ჯანმრთელობა

ათენი: კორონავირუსით ინფიცირებული 3 უმძიმესი პაციენტი რეანიმაციიდან გამოვიდა

ათენში, “სოტირიას” საავადმყოფოში ექიმები და ექთნები სიხარულს ვერ მალავენ. მათი უდიდესი გამარჯვებაა, რომ დღეს რეანიმაციული განყოფილებიდან უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სამი პაციენტი გამოიყვანეს.

კერძოდ, კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ, სამი პაციენტი მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი, რადგან მათი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. მიუხედავად ამისა, ექიმების დაუღალავი შრომის და შეძლებისდაგვარად, სწორი მკურნალობის შედეგად, სამივე მათგანი დღეს მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს და მათ დამოუკიდებლად შეუძლიათ ვირუსთან გამკლავება.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს უდიდესი მიღწევაა, რადგან, ჩვეულებრივ, ასეთ მოკლე დროში მძიმე პაციენტების მდგომარეობა არ უმჯობესდება.

 

onalem

ტესტ