fbpx
ჯანმრთელობა

ათენი: კორონა ვირუსით დაინფიცირებული ქალი დაბადების დღეზე თანამშრომლებს კოცნიდა და ტორტს ურიგებდა

40 წლის ბერძენი ქალი, რომელსაც ათენში კორონა ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს, ბანკ პირეოსის თანამშრომელია.

როგორც ის ვარაუდობს, უკვე მას შემდეგ, რაც ვირუსით დაინფიცირდა, ორშაბათ დღეს სამსახურში ტორტით მივიდა, რადგან დაბადების დღე ჰქონდა და  თანამშრომლები გადაეხვივნენ, გადაკოცნეს და ტრადიციულად, საუკეთესო სიტყვები უთხრეს, ის კი, თავის მხრივ, ტკბილით გაუმასპინძლდა.

კორონა ვირუსის გადაცემის ერთ-ერთი გზა სწორედ კოცნაა, რადგან ეს უშუალო კონტაქტია დაავადებულთან.

ბანკის ამ ფილიალის დეზინფექცია ხვალვე მოხდება.

აღსანიშნავია, რომ დახურულია ათენის კოლეჯიც (Κολλέγιο Αθηνών), სადაც მისი შვილები სწავლობენ.

დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით იქნება ხელმისაწვდომი…

 

onalem

ტესტ