fbpx
ჯანმრთელობა

კიდევ 6 ინფიცირებული ათენის კლინიკაში – სოტირის ციოდრასი ადგილზე მივიდა

გავრცელებული ინფორმაციით, ათენში, პერისტერის კერძო კლინიკაში “ტაქსიარხე” კორონავირუსი კიდევ 6 ადამიანს დაუდგინდა. საერთო ჯამში კი, მხოლოდ ამ კლინიკაში ინფიცირების 34 შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილია სამი პაციენტი.

ადგილზე მივიდა პროფესორი და ინფექციონისტი სოტირის ციოდრასი, რომელმაც ვითარება დეტალურად შეისწავლა და აცხადებს, რომ 17 ინფიცირებული პაციენტი ამ კლინიკიდან უკვე გამოყვანილია, ხოლო ინფიცირებული თანამშრომლები (17 მათგანი), რომლებიც უნდა აღინიშნოს, რომ ასიმპტომურები არიან, სახლის პირობებში გაივლიან კარანტინს.

“კლინიკაში ზომები უკვე მიღებულია და ჩვენ მხარს დავუჭერთ და დავეხმარებით მათ, როგორც შეგვიძლია, რომ ცუდი შევაჩეროთ,” განაცხადა პროფესორმა.

onalem

ტესტ