fbpx
საზოგადოება

შესაძლებელია თუ არა კორონავირუსით დაინფიცირება ზღვაში?! როგორ გავალთ ამ ზაფხულს სანაპიროებზე?! – პროფესორის პასუხები

როგორ შევძლებთ წელს სანაპიროებზე გასვლას? რა შეიცვლება? არსებობს თუ არა რისკი, რომ წყალში ან აუზში კორონავირუსით დავინფიცირდებით? უნდა ვატაროთ თუ არა ნიღბები სანაპიროებზე? სახიფათოა თუ არა ორგანიზებულ პლაჟებზე გასვლა? რას უნდა ვუფრთხილდეთ? “კლავს” თუ არა სიცხე ვირუსს? – ეს ყველა ის კითხვაა, რომელიც ზაფხულის მოყვარულ ხალხს უჩნდება და აუცილებელია ვიცოდეთ, თუ როგორ გავალთ იმ ქვეყნის სანაპიროებზე, რომელშიც ზღვა ნამდვილ ზღაპარს ჰგავს და ტემპერატურის მატებასთან ერთად პირველი ადგილია, სადაც გავეშურებით.

მსგავს კითხვებსGRTimes.gr-თან საუბრისას პასუხობს პათოლოგიური დაავადებების პროფესორი, თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის ლექტორი, ბატონი პავლოს ნიკოლაიდისი:

“საბერძნეთში არდადეგები და შვებულება ნიშნავს, რომ ხალხი მიმართავს როგორც სანაპიროებს, ასევე საცურაო აუზებს. აუზებსა და ორგანიზებული სანაპიროების ჩაკეტილ წყლებში ბანაობა, რომლებიც ქლორით იწმინდება, სრულიად უსაფრთხოა. ამ დრომდე არ დასტურდება არცერთი ფაქტი და თეორიულად არ არსებობს ვარაუდი, რომ იქ რაიმე პოტენციური რისკი არსებობს. სახიფათო წყალი კი არა, არამედ ის არის, თუ როგორ იქნება სანაპირო ორგანიზებული. ანუ თუ 10 კვადრატულ მეტრზე განლაგებულია 20 შეზლონგი, ხალხით გადატვირთვის შანსი შესაბამისად დიდია.

წყალში ვირუსით დაინფიცირების შანსი თითქმის არ არსებობს, ვინაიდან ეს ხდება რესპირატორული სისტემის საშუალებით: დაცემინება, ხველა, საუბარი ისე, რომ არ გვაქვს დაფარული პირის არე. ცხელი სანაპირო და ქვიშა არ არის ის, რაც ვირუსი გადააქვს.

ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია, რომ სანაპიროებზე და ასევე საჯარო ტრანსპორტში, მოხდეს ხალხის ერთმანეთისგან დისტანცირება. აუცილებელია 2 მეტრით ვიყოთ დაშორებული სხვა ადამიანს. სანაპიროებზე ამის გაკეთება შესაძლებელია, რადგან უთვალავი სანაპირო გვაქვს და ყველა ადამიანს შეუძლია ისარგებლოს.”

რაც შეეხება ტემპერატურის მატებას და ვირუსის ქცევას, როგორც პროფესორი სიფსასიც ამბობს, ზაფხულში კორონავირუსი ნაკლებად გადამდები გახდება, თუმცა, მისი ჩრდილი კაცობრიობას კიდევ დიდი ხნის მანძილზე გაჰყვება, ანუ არ არსებობს მტკიცებულება, რომ აბსულუტურად გაქრება ყველაზე ძლიერი გვალვის პირობებშიც კი.

onalem

ტესტ